„ინტერს“ მხითარიანის უფასოდ გადაბირება სურს

„ინტერს“ მხითარიანის უფასოდ გადაბირება სურს

„ინტერის“ ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ზაფხულის სატრასფერო ფანჯრისას, „რომას“ ნახევარმცველ ჰენრიხ მხითარიანს უფასოდ დაიმატებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

„ნერაძური“ 33 წლის სომეხ ფეხბურთელს ორწლიან კონტრატქს სთავაზობს წელიწადში 3,5-მილიონევროიანი ანაზღაუებთ.

თავის ხრივ, „რომასაც“ სურს მხითარიანის შენარჩუნება და კონტრაქტს „1+1“ სქემით სთავაზოვბს წელიწადში 3 - მილიონიანი ჯამაგირით.

მხითარიანის დედაქალაქელებთან ხელშეკრულებას ვადა წლეულს, 30 ივნისს ეწურება.