ბენზემა 2021/22 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ბენზემა 2021/22 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა, ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - გვამცნობს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

ბენზემა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. 12 მატჩში მან 15 გოლი გაიტანა, თანაც აქედან 10, ფლეი ოფის სტადიაზე. ასევე მის ანგარიშზე ერთი საგოლე პასიცაა.

საშუალოსტატისტიკური დისტანცია, რომელსაც ფრანგი ერთ მატჩში ფარავდა 10,13 კილომეტრია. ყველაზე მაღალი სიჩქარე, რომელიც მან განავითარა, 32 კმ/სთ იყო.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალმა“ „ლივერპული“ 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 21 წლის ბრაზილიელმა ვინისიუსმა გაიტანა, რომელიც ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.