„ჩელსის“ ახალმა მფლობელმა, ტოდ ბოულიმ, განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბი 200 მილიონ გირვანქას მიიღებს. ლონდონელთა მთავარი მიზნები „ბარსელონას“ მცველი, სერჯინო დესტი და „პარი სენ-ჟერმენის“ უკანახაზელი, აშრაფ ჰაქიმი არიან - გვამცნობს Mundo Deportivo.
21 წლის დესტი „ბარსელონაში“ 2020 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირში 31 მატჩი ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. წყაროს ცნობით, კატალონიელები მისი წასვლის წინააღმდეგნი არ იქნებიან, თუ მისაღებ წინადადებას შესთავაზებენ.
23 წლის ჰაქიმი პსჟ-ში 2021 წლის ზაფხულში გადავიდა მილანის „ინტერიდან.“ გასულ სეზონში მაროკოელმა ჯამში 41 შეხვედრა ჩაატარა, 4 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.