ნეტფლიქსის ახალი ფილმისთვის ბრედლი კუპერი ისე შეიცვალა, რომ ვერ იცნობთ

ნეტფლიქსის ახალი ფილმისთვის ბრედლი კუპერი ისე შეიცვალა, რომ ვერ იცნობთ

Netflix ახალ ფილმს იღებს, რომელშიც ბრედლი კუპერი მთავარ როლს ასრულებს. ფილმს Maestro ჰქვია და გადასაღები მოედნიდან მსახიობის ზოგიერთი ფოტო უკვე გავრცელდა. ბრედლი კუპერი ლეგენდარულ კომპოზიტორ ლეონარდ ბერნსტაინს განასახიერებს და
გარეგნულადაც ამ ადამიანს მაქსიმალურად დაამსგავსეს.

შეგახსენებთ, რომ ბრედლი კუპერი 47 წლისაა, თუმცა ფილმის მაკიაჟის წყალობით გაცილებით უფრო ასაკიან ადამიანს ჰგავს. მსახიობის ასეთ ტრანსფორმაციას სოციალური ქსელების უამრავი მომხმარებელი გამოეხმაურა, რომლებიც ფილმის გამოსვლას მოუთმენლად ელიან.

Maestro-ს პროდიუსერები მარტინ სკორსეზე და სტივენ სპილბერგი არიან. ფილმი ნიუ-იორკის ფილარმონიის დირიჟორის, ლეონარდ ბერნსტაინის, ცხოვრებასა და წარმატებაზე მოგვითხრობს. კომპოზიტორი West Side Story-ისა და ბროდვეის სხვა ცნობილი მიუზიკლებისთვის წლების განმავლობაში ქმნიდა მუსიკას.

ფილმის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა მას შემდეგ წელს უნდა ველოდოთ. რაც შეეხება მსახიობებს, ბრედლი კუპერის გარდა მთავარ როლში კერი მალიგანსაც ვიხილავთ. Deadline-ის ცნობით, ბრედლი კუპერი გარდა მსახიობობისა, ფილმის რეჟისორიცაა და გადაღებების პროცესში აქტიურად მონაწილეობს.