ლეონარდო და ვინჩის ყველაზე ცნობილი ტილო „ჯოკონდა“ (მონა ლიზა) ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა. ინფორმაციას BFM TV ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოხუც ქალად გადაცმული კაცი პარიზის მუზეუმში 29 მაისს შევიდა, და ვინჩის ტილოს მიუახლოვდა და დამცავ შუშაზე, რომლითაც ნახატია დაფარული ტორტის წასმა დაიწყო. შემდეგ მან დარბაზში ვარდები დაყარა.
ვანდალი პოლიციამ დააკავა. როცა ის დარბაზიდან გაჰყავდათ, ის ინგლისურად საუბრობდა და ამბობდა, რომ „დედამიწაზე უნდა ვიფიქროთ“. მედიაში ვარაუდობენ, რომ ეს ბუნების დამცველთა აქცია იყო.
ლუვრის ხელმძღვანელობასა და სამართალდამცველებს ინციდენტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.