ბერლუსკონი:

ბერლუსკონი: "ახლა ჩვენი მიზანი ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა"

„მონცას“ პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ მისი კლუბის სერია A-ში აღზევების შემდეგ კომენტარი გააკეთა. მას კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს და იტალიურ მედიას უთხრა, რომ ახლა მიზანი იტალიის ჩემპიონობა იქნება.

„ერთი წელი ვიბრძოდით და ამ ისტორიულ ეტაპს მივაღწიეთ. „მონცა“ აქამდე სერია A-ში არასდროს ყოფილა, დღეს ჩვენ იქ მივედით და სასიხარულოა ჩვენთვის და ქალაქის ყველა მცხოვრებისთვის. ახლა გვინდა სკუდეტოს მოგება, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა და იქაც გამარჯვება. ჩემს ცხოვრებაში გამარჯვებას მიჩვეული ვარ, ვნახოთ რა იქნება. ჩემთვის სასიამოვნო წელი იყო, „მონცა“ სერია A-ში აღზევდა და „მილანმა“ სკუდეტო მოიგო“, - თქვა ბერლუსკონიმ.

შეგახსენებთ, რომ „მონცამ“ სერია B-ს პლეი-ოფის ფინალში „პიზა“ დაამარცხა და სერია A-ს საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.