თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ ძალიან ახლოსაა სერია A-ს პლეი-ოფის ფინალთან. სერჯო სკარიოლოს გუნდმა ნახევარფინალში „ტორტონას“ მეორე მატჩი მოუგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა.
შენგელიამ შესანიშნავი თამაში ჩაატარა და 23 წუთში საკუთარ გუნდს 13 ქულით, 1 მოხსნით, 3 პასით და 1 ჩაჭრით დაეხმარა. თორნიკემ 11-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
ქართველ კალათბურთელს თანაგუნდელთა შორის მხოლოდ მილოშ ტეოდოსიჩმა აჯობა, რომელმაც 17 ქულა და 4 პასი დააგროვა.
აქვე გეტყვით, რომ სერიის მესამე მატჩს 31 მაისს, „ტორტონა“ უმასპინძლებს და „ვირტუსი“ ამ თამაშის მოგების შემთხვევაში ფინალში გავა, რადგან სერია სამ მოგებამდეა.