მანემ შესაძლოა

მანემ შესაძლოა "ლივერპული" დატოვოს

სადიო მანემ შესაძლოა „ლივერპული“ დატოვოს. სენეგალელი ფეხბურთელის „ენფილდ როუდიდან“ წასვლა რეალურია და ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ყველაფერი გადაწყდება.

მანეს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, რაც მისი ახლა წასვლის შანსს ძალიან ზრდის. აფრიკელი შემტევი უკეთეს პირობებს ითხოვს, ამჟამად მისი ხელფასი სეზონში 12 მილიონი ევროა, მაგრამ უფრო მეტად მისი ინგლისიდან შესაძლო წასვლა ახალ სტიმულს უკავშირდება. სადიო ფიქრობს, რომ კარიერაში ახალი გამოწვევა სჭირდება.

მანეს ყველაზე აქტიურად მიუნხენის „ბაიერნს“ უკავშირებენ. მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ გერმანული კლუბი სიტუაციას აკვირდება, რადგან იულიან ნაგელსმანს მანე ძალიან მოსწონს.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულში“ 2016 წლიდან თამაშობს და 268 შეხვედრაში 120 გოლი აქვს გატანილი.