იტალიის ნაკრების ნახევარმცველი ფედერიკო ბერნარდესკი შესაძლოა „ნაპოლიში“ გადავიდეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.
28 წლის ფეხბურთელს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი ამოეწურა, რომელიც არ გაუხანგრძლივეს და 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით ნებისმიერ გუნდში გადასვლა შეუძლია. ნეაპოლელებიც დაინტერესებული არიან და ფედერიკოს სეზონში 3 მილიონ ევროს სთავაზობენ. მოსალოდნელია, რომ ევროპის ჩემპიონი ნახევარმცველი შეთავაზებას დათანხმდება.
ფედერიკო ბერნარდესკი „იუვენტუსში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 183 მატჩში 12 გოლი გაიტანა, მანამდე კი „ფიორენტინასა“ და „კროტონეშიც“ უთამაშია. იტალიის ნაკრებში 28 წლის შემტევის აქტივში 38 შეხვედრა და 6 გოლია, გასულ წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა.