პსვ „ეინდჰოვენის“ ნახევარმცველი, იბრაჰიმ სანგარე, „ლივერპულის“ ინტერესთა სფეროში მოექცა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი, ექრემ კონური.
24 წლის სანგარემ ევროპული კარიერა ფრანგულ „ტულუზაში“ დაწყო 2016 წელს. ოთხი სეზონის შემდეგ კი კოტდივუარელი შუახაზელი 7 მილიონ ევროდ პსვ-ში გადავიდა.
გასულ სეზონში სანგარემ ჯამში 49 მატჩი ჩაატარა, 4 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ნიდერანდულ კლუბთან მის კონტრატს ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება.