„თუკი კანდიდატი წევრის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღო, ხოლო საქართველომ ვერა, მაშინ საზოგადოებისგანაც უარყოფით რეაქციას უნდა ელოდოს - ქვეყანა მხოლოდ მთავრობა არ არის, აქ მთავარი ხალხია“

„თუკი კანდიდატი წევრის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღო, ხოლო საქართველომ ვერა, მაშინ საზოგადოებისგანაც უარყოფით რეაქციას უნდა ელოდოს - ქვეყანა მხოლოდ მთავრობა არ არის, აქ მთავარი ხალხია“

ხელისუფლება უკვე რამდენიმე დღეა ამტკიცებს, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ევროკავშირის დერეფნებში დადიან და ჩვენს პარტნიორებს მოუწოდებენ, ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ იმ მიზეზით, რომ ქვეყნის შიგნით დაპირისპირების პროვოცირება სურთ, რათა არეულობის შედეგად ხელისუფლებაში ისევ დაბრუნდნენ.

თუკი ევროკავშირმა უკრაინას და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა და საქართველომ უარყოფითი პასუხი მიიღო, რა პროცესები შესაძლოა ამან ქვეყანაში გამოიწვიოს?

ანალიტიკოსები for.ge-სთან ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ამას დიდი საპროტესტო მუხტი არ მოჰყვება, მაგრამ საზოგადოების აგრესიის მთავარი სამიზნე გახდება არა ხელისუფლება, არამედ დასავლეთი. ევროკავშირის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება გაჩნდება. ოპოზიცია კი ამას ხელისუფლების წინააღმდეგ ვერ გამოიყენებს, რადგან ჩვენს მოსახლეობას მიაჩნია, რომ ამ სტატუსს იმსახურებს არა „ოცნება“, არამედ ქართველი ხალხი, რომლებმაც ევროპულ ოჯახში ყოფნისთვის წლების განამვლობაში სისხლი დაღვარა. ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, მანამდე საქართველოში მოხდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დგას ევროინტეგრაციის მხარეს, რაც შეეხება რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას, ისინი ფაცი-ფუცით არიან დაკავებული და ეწევიან მიზანმიმართულ საქმიანობას, რათა ჩაშალონ კანდიდატის სტატუსის მონიჭება.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირში ინტეგრაციის დისკურსში, ყველაზე აბსურდი ის არის, რომ ამაზე საუბრობენ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, რომელსაც თითი თითზე არ დაუდიათ ინტეგრაციისთვის.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ თუკი ევროკავშირი საქართველოს წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუს არ მიანიჭებს, მაშინ უკმაყოფილება ჩვენს საზოგადოებაში ევროსტრუქტურების მიმართ უფრo გაჩნდება, ვიდრე ხელისუფლების მისამართით. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მოსახლეობა ხედავს, „ოცნების“ ხელისუფლება ყველა საკითხში დასავლეთთან პარტნიორობს, ევროატლანტიკური კურსისთვის არც ერთ საკითხში არ გადაუხვევია. წლების განმავლობაში კი ქართველმა ხალხმა ეს სტატუსი სისხლით მოიპოვა.

„არ მოგნია, რომ თუ წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ ქვეყანაში რამე არეულობა დაიწყოს და ხალხმა ეს ჩვენს ხელისუფლებას დააბრალოს. მოსახლეობა კარგად ხედავს, რომ ომის ფონზე, ხელისუფლება ძალიან ფრთხილი და თანმიმდევრული პოლიტიკით უკრაინას ყველა საკითხში მხარში უდგას. ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ყველგან თანამშრომლობს და უკან არაფერზე იხევს. ასევე ჩვენი ხალხი მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში ევროპულ ოჯახში ყოფნა სისხლით აქვს მოპოვებული.

მთელი 30 წელია ქართველები რუსების წინააღმდეგ სრულიად მარტოები იბრძვიან. ამიტომ, თუკი ეს ასე მოხდა და კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, მაშინ ნიჰილისტური დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ გაჩნდება. ჩვენ ვნახეთ ბოლო დროს ხელისუფლების და პრემიერის რეიტინგი გაიზარდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ილია ჭავჭავაძის გამოთქმა: „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ ანუ, ხელისუფლება რომ დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს, მოსახლეობისთვის მისაღებია. კი ბატონო, ჩემი პარტნიორი ხარ, პატივს გცემ, მაგრამ მე იმას გავაკეთებ, რაც ჩემი ხალხისთვის უკეთესია. ეს ფორმულა ჩვენს მოსახლეობაში კარგად მუშაობს. საზოგადოება ამ შემთხვევაში ხელისუფლებას მხარს უჭერს. ამიტომ მგონია, ამ რისკებს დასავლეთი შეაფასებს და არ წავა ისეთ ნაბიჯზე, რომელიც ქართველ ხალხში მათი მისამართით პროტესტს გააჩენს“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, თუკი კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღო, ხოლო საქართველომ ვერა, მოსახლეობის რეაქცია მძაფრი იქნება და შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში ანტიდასავლურმა განწყობებმაც თავი იჩინოს. საყვარელიძე ამბობს, რომ თუკი დასავლეთმა ჩვენი ქვეყნის მიმართ ასეთი არაფრთხილი დამოკიდებულება გამოავლინა, მაშინ საზოგადოებისგანაც უარყოფით რეაქციას უნდა ელოდოს. ჩვენი ქვეყანა მხოლოდ მთავრობა არ არის, აქ მთავარი ხალხია, რომელთა მტკიცე არჩევანი ევროპული ოჯახია. ამიტომ ამ მოსახლეობას ბევრი რამ კარგად ესმის და წლების განმავლობაში პლიტიკაშიც კარგად გაერკვა.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ხელისუფლების განცხადება ოპოზიცია ევროკავშირის დერეფნებში რაღაცას ინტრიგნობს, რათა წევრი კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ, თავის დაზღვევას უფრო ჰგავს. ბენდიანიშვილი ამბობს, რომ თუკი ეს ასე მოხდება, ეს ხელისუფლების ბრალი იქნება და არა ოპოზიციის, რადგან მათ ევროკავშირის დარწმუნება ვერ შეძლეს. მისი აზრით, ოპოზიციას პროცესებზე ძალიან სუსტი გავლენა აქვს, ამიტომ მათ ქმედებას დიდი გავლენა ამ გადაწყვეტილებაზე ვერ და არ ექნება. ის არც იმას ელის, რომ ქვეყანაში ამის გამო რაიმე სახის საპოტესტო გამოსვლები დაიწყება.

„რა თქმა უნდა, თუკი კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი არ მოგვანიჭეს, საზოგადოებაში ეს უკმაყოფილებას გამოიწვევს, თუმცა არა არეულობას და დესტაბილიზაციას. ამის რესურსი ოპოზიციას არ აქვს. ის ხალხის ქუჩაში გამოყვანასაც რამდენად შეძლებს ამ თემის გარშემო, უკვე ესეც საკითხავია. თუმცა არაა გამორიცხული, აქციები იყოს, მაგრამ აქცია დესტაბილიზაციას რატომ ნიშნავს, ეს ვერ გავიგე. გამოვა მოსახლეობის რაღაცა ნაწილი, მაგრამ არა იმდენი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. კი ბატონო, არც ისაა გამორიცხული, პირიქით, ანტიდასავლური განწყობები გაჩნდეს. პრორუსულმა ძალებმა აქტიურობა კიდევ უფრო დაიწყონ. ამიტომაც ამ რისკების გათვალისწინებით არაა გამორიცხული, რომ დასავლეთმა წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოგვანიჭოს. თუკი ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ უკრაინას და მოლდოვას წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მისცეს, მაშინ ჩვენც მოგვანიჭებენ. შესაძლოა, გვითხრან, რომ ამას არ ვიმსახურებთ, მაგრამ გარკვეული დათქმებით მაინც დადებითი პასუხი მივიღოთ. ოპოზიციის შეცდომა იმაშიც მდგომარეობს, რომ ამას შიდა კინკლაობის და პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ. არადა ეს არის გლობალური და გეოპოლიტიკური საკითხი, რომელსაც ევროკავშირი და დასავლეთი სრულიად სხვა კონტექსტში განიხილავს. პირიქით, თუკი საქართველოს შენარჩუნება უნდათ, მაშინ დადებითი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

 

ზურაბი უნდა გავითვალისწინოთ, მოლდოვა და უკრაინა გეოგრაფიულად ევროპაა, საქართველო, გზაჯვარედინი.
1 თვის უკან
Aburjga Tasmanieli ღმერთო დაგვიფარე ამ უბედურებიასგან! ღმერთო შენ გვიშველე! განა 1700 წელი ამიტომ შევეწირეთ ქრისტეს სჯულის დაცვას, რომ სოდომ-გომორაში შესასვლელი ბილეთი სახვეწარი გაგვხდომოდა?! დალახვრე ღმერთო ეს უნამუსო მტარვალები, ევროკავშირი და ბრიტანეთი, აშშ ისე როგორც ეკუთვნით!
1 თვის უკან
Aburjga Tasmanieli ვინც ამ საიტზე შემოდიხართ ნუთუ არავინ ხართ ევროკავშირში შესვლის მომხრენი?! ყველას გულწრფელად გთხოვთ, ნუ დაიზარებთ, გამაგებინეთ რა სიკეთეს უქადის საქართველოს თუ გავხდებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა?! და ბარემ ისიც გვითხარით ანმ კანდიდატობას უარყოფითი მომენტები ახლავს თუ არა?!
1 თვის უკან
trampi ჩოპრა
არ გახსოოოოვს?
---რა სარგებლობა მოაქვს მამააალს??
ჰოოდა ზუსტად იგივე იქნება ........დაგვჩინჩლავს
1 თვის უკან
ლაზი თუკი კანდიდატი წევრი ქვეყნის სტატუსი არ მოგვანიჭეს, საზოგადოებაში ეს მნიშვნელოვანს არაფერს გამოიწვევს, ოპოზიცია კი შეეცდება გამოიყენოს, მაგრამ უშედეგოდ. ისე ძალიან თუ გაინტერესებთ, ნაღდად მოგვანიჭებენ, თითონ ვჭირდებით და იმიტომ. აბა კავკასიიდან ფეხს ამოიკვეთენ? აზერბაიჯანს მაგენი არ ჭირდება. სომხეთი სხვა კავშირებშია. აი წევრობა როდის იქნება, ეგ სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში, კანდიდატობაც კარგა ხანს გვეყოფა იმედად.
1 თვის უკან
trampi თუ დაგვბრაკეს გადასარევი ამბავი იქნება
1 თვის უკან