„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა ჟურნალისტებს განუცახადა, რომ „ქალაქელთა“ შემადგენლობაში თამაშს გააგრძელებს.
„უკვე შვიდი წელიწადია კლუბში ვარ. მიყვარს ისინი. ეს ჩემი გუნდია და სიამოვნებით გავაგრძელბ თამაშს აქ. სხვა გეგმები არ მაქვს.“ - ცოტირებს ბელგიელის სიტყვებს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
პრემიერლიგის ახალდამთავრებულ სეზონში დე ბრუინმა 29 მატჩი ჩაატარა, 15 ბურთი გაიტანა და რვა საგოლე პასი შესარულა.
„სიტისთან“ ერთად ის ინგლისის ჩემპიონი გახდა. თავად კი წლის ფეხბურთელად დაასახელეს.
„ქალაქელებთან“ მის კონტრაქტს ვადა 2025 წლის 30 ივნისს ეწურება.