ესპანელ თავდამსხმელს, ალვარო მორატას, კარიერის „იუვენტუსში“ დასრულება სურს - წერს იტალიური La Gazetta dello Sport.
ესპანური Marca კი გვამცნიბს, რომ ტურინული კლუბის ხელმძღვანელობამ მორატა უკვე გააფრთხილა, რომ მადრიდის „ატლეტიკოსგან“ მის გამოსყიდვას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ 29 წლის შემტევი „ატლეტიკოსგან“ ორი წლის წინათ აიყვანა იჯარის წესით და გამოსყიდვის შემთხვევაში 35 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.
ახლა ესპანელი წესით „ატლეტიკოში“ უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს სამომავლო გეგმებში ის არ შედის.