„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, 2023 წლის ზაფხულამდე თანამდებობაზე დარჩება, შემდეგ კი მას „მანჩესტერ სიტის“ ამჟამინდელი დამრიგებელი, ხოსეპ გვარდიოლა შეცვლის - გვამცნობს ესპანური AS.
წყაროს ინფორმაციით, პსჟ-ის ხელმძღვანელობამ პოჩეტინოს კიდევ ერთი სეზონით დატოვება გადაწყვიტა, რადგან არგენტინელ სპეციალისტს კარგი ურთიერთობა აქვს გუნდის ლიდერ კილიან მბაპესთან.
პარიზელთათვის პრიორიტეტულად ესპანელი სპეციალისტის გადაბირება რჩება. გვარდიოლას „ქალაქელებთან“ სწორედ 2023 წლის ზაფხულში უმთავრდება კონტარქტი და პსჟ ამით სარგებლობას აპირებს.
ფრანგული კლუბისთვის პოჩეტინოს კიდევ ერთი წლით შენარჩუნება ფინანსურადაც მომგებიანია, რადგან არგენტინელსაც პსჟ-თან მიმდინარე კონტრაქტი 2022-23 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტის შემთხვევაში, „პარი სენ-ჟერმენს“ საკომპენსაციოდ 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.