დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელი მარკო როზე დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვეს. ინფორმაცია გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
როზემ „დორტმუნდში“ მხოლოდ ერთი სეზონი იმუშავა და ბუნდესლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა, როგორც ჩანს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენა და შემდეგ ევროპა ლიგიდან გამოთიშვა, კლუბის ხელმძღვანელობამ არ აპატია.
მარკო როზეს აქამდე „ზალცბურგსა“ და „გლადბახში“ უმუშავია. ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება „დორტმუნდის“ ახალი მთავარი მწვრთნელი.