პირველად ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალი მსაჯები იმუშავებენ

პირველად ისტორიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალი მსაჯები იმუშავებენ

მსოფლიოს ჩემპიონატის 92-წლიან ისტორიაში პირველად, ფინალურ ეტაპზე ქალი მსაჯები იმუშავებენ.

ფიფამ ოფიციალურად დაასახელა იმ 36 მსაჯის ვინაობა, რომლებიც წლის ბოლოს კატარში გასამართ მუნდიალზე იმუშავებენ და მათ შორის, 3 ქალია - ფრანგი სტეფანი ფრაპარი, რუანდელი სალიმა მუკანსაგა და იაპონელი იოშიმი იამაშიტა.

მათ შორის, ყველაზე ცნობილი ფრაპარია, რომელსაც უკვე ნამუშევარი აქვს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე, ასევე იმსაჯა ევროპის სუპერთასისა და საფრანგეთის თასის ფინალური შეხვედრები.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.