„კრისტალ პალასის“ მთავარმა მწვრთნელმა პატრიკ ვიეირამ „ევერტონის“ გულშემატკივარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტი „გუდისონ პარკზე“ მოხდა, მას შემდეგ, რაც მოედანზე პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნების გამო ზეიმისთვის ფანები მოედანზე შეიჭრნენ. „ევერტონის“ ერთ-ერთმა ფანმა ვიეირას პროვოცირება მოახდინა და ფრანგს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც ვიეირამ რეაგირება მოახდინა და გულშემატკივარს წიხლი უთავაზა, რის შედეგადაც ლივერპულელი ძირს დაეცა.
მოსალოდნელია, რომ პატრიკ ვიეირას ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია სანქციას დაუწესებს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია რა სახით დაისჯება ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი.
შეგახსენებთ, რომ „ევერტონმა“ „კრისტალ პალასი“ 3:2 დაამარცხა და პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნა.