როგორ ჩაიგდო „ეროვნულმა ბაკმა" „ინტელექტ ბანკი" ხელში ერთ ლარად, არის თუ არა გატანილი დიდძალი უპროცენტო თანხები „ლიბერთი ბანკიდან" და სცემა თუ არა სააკაშვილმა „ეროვნული ბანკის" ხელმძღვანელი? ამის შესახებ „ქრონიკას" საბანკო ექსპერტი მამუკა ხუციშვილი ესაუბრება.
„ვიცი, „ინტელექტ ბანკი" როგორ აჩუქებინეს 2დღეში, მე მაშინ საბანკო ზედამხედველობაში ვმუშაობდი და თავად „ინტელექტ ბანკის" კურატორი ვიყავი და მისი ფინანსური მდგომარეობა ძალიან კარგად ვიცოდი...ეს ხდება 2006 წლის 10 თებერვალს. ბანკში",მოდელი იგივე იყო,რაც მოხდა „ქართუში". ტარდება სპეცოპერაცია:50-60 კაცი, სოდ-ის თანამშრომელი ავტომატებით შეიარაღებული შედის „ინტელექტმოხდა თანამშრომლების ძირს დაწვენა, ოთახების დალუქვა და უცებ ბანკში შედის გიორგი ქადაგიძე წერლით ხელში: მე ვარ დროებითი ადმინისტრაციის უფროსიო და დაილუქა ყველაფერი. ეს მოხდა პარასკევს და ორშაბათ დილას უკვე „საქართველოს ბანკის" აბრა იყო გამოკრული ანუ, „საქართველოს ბანკმა" „ინტელექტ ბანკი" 36 საათში იჩუქა! მაშინ დოკუმენტაცია გაყალბდა, ზოგიც დაიწევა და დაიკრგა. 30 მილიონიანი ქონება სულ უბრალოდ წაიღეს...გიორგი ქადაგიძე ამის შემდეგ გადადის პროკურატურაში ფინანსური დეპარტამენტის უფროსად,-„აკალაჩკობა" მიღო, ერთი წლის შემდეგ საბანკო ზედამხედველობა ცალკე გაიტანეს, რომ ის კვლავ ქადაგიძეს ეკონტროლებინა, შემდეგ მოხდა გოცირიძის ჩანაცვლება ქადაგიძით და ქადაგიძე უკვე პრეზიდენტად მოგვევლინა. ასე მოხდა „ეიესბი ბანკთან" მიმართებაშიც. ბანკმა დაწია საპროცენტო განაკვეთი, ამის გამო ეროვნულმა ბანკმა შეუქმნა პირობები და ისინი გაიყვანა ბაზრიდან. ასე გაუკეთეს გოჩა ძასოხოვსაც, ამის შემდეგ „სტანდარტ ბანკშიც"ქადაგიძე ლიკვიდატორად მოგვევლინა..."ლიბერთი ბანკიდან" რომ დიდძალი თანხები აქვს გატანილი „ნაციუონალურ მოძრაობას". ეს არ არის გამოსაძიებელი? ეს სამთავრობო ბანკია და „ნაციონალები" დღესაც მანდედან ფინანსდებიან. დღეს ფიინანსების 80%-ი არის „ნაციონალების" ხელში, ისინი ისევ მდიდრდებიან...
ერთი ინფორმაცია მითხრეს, რასაც თქვენთან პირველად ვიტყვი: არჩევნების შემდეგ ქადაგიძეს თურმე წასვლა უნდოდა და მიშა ფიზიკურად შეეხო, შენ უნდა დარჩეო...ეტყობა ქადაგიძეს აღარ უნდოდა ამ სიბინძურეების კეთება, მაგრამ თამაშიდან ვერ გადის",-აცხადებს მამუკა ხუციშვილი.