სადიო მანე პსჟ-ში გადასვლას არ გამორიცხავს

სადიო მანე პსჟ-ში გადასვლას არ გამორიცხავს

“ლივერპულის” თავდამსხმელი სადიო მანე შესაძლოა პსჟ-ში გადავიდეს და საფრანგეთის ლიგა 1-ში ითამაშოს. ამის შესახებ Bild-ის ჟურნალისტმა კრისტიან ფალკმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე იტყობინება.

წყაროს ცნობით, პარიზული კლუბი 30 წლის სენეგალელისთვის ბრძოლაში ფავორიტი იქნება, თუ ის იურგენ კლოპის გუნდიდან წასვლას გადაწყვეტს.

ფეხბურთელმა იცის პსჟ-ს ინტერესის შესახებ და მისი მაღალი ხელფასიდან გამომდინარე, ეჭვი ეპარება, გააგრძელოს თუ არა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი.

შეგახსენებთ, რომ მანე ლივერპულში 2016 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 49 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.