მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი ზაფხულში კლუბს დატოვებს. ინფორმაცია ჩილელმა ფეხბურთელმა თავად დაადასტურა.
მან სოციალურ ქსელში ერთ-ერთ გულშემატკივარს უპასუხა: „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ „ინტერიდან“ წავალ“, - აღნიშნა მან.
34 წლის ნახევარმცველს ყველაზე მეტად ბრაზილიურ „ფლამენგოს“ უკავშირებენ, თუმცა, არაა გამორიცხული არტურო სამშობლოში დაბრუნდეს და „კოლო კოლოში“ გადავიდეს.
შეგახსენებთ, რომ არტურო ვიდალი „ინტერში“ 2020 წლიდან თამაშობს და 70 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მანამდე მას „კოლო კოლოში“, „ლევერკუზენში“, „იუვენტუსში“, „ბაიერნსა“ და „ბარსელონაში“ უთამაშია.