ბატლერის საოცარი თამაში:

ბატლერის საოცარი თამაში: "მაიამი" "ბოსტონთან" დაწინაურდა

აღმოსავლეთ კონფერენციაში ფინალური სერია გაიხსნა და „მაიამი ჰიტმა“ პირველ შეხვედრაში „ბოსტონ სელტიკსი“ დაამარცხა - 118:107.

„ბოსტონისთვის“ ყველაფერი კარგად მიდიოდა, პირველ ტაიმში ორივე პერიოდი მოიგო და 8-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. „სელტიკსმა“ მეოთხე პერიოდშიც იმარჯვა (31:25), მაგრამ „მაიამიმ“ მესამე პერიოდი ფანტასტიკურად ჩაატარა და ერთადერთი პერიოდი ისეთი სხვაობით მოიგო, რომ მთლიანად თამაშის მოსაგებადაც საკმარისი გამოდგა - 39:14.

ჯიმი ბატლერს დიდებული თამაში ჰქონდა. „მაიმის“ ლიდერმა 42 წუთში 41 ქულა, 9 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. „ბოსტონს“ ჯეისონ ტეიტუმმა ულიდერა 29 ქულით, 8 მოხსნით და 6 პასით, ხოლო ჯეილენ ბრაუნმა 24 ქულას 10 მოხსნა დაამატა.

ამრიგად, „მაიამი“ დაწინაურდა და სერიის მეორე შეხვედრას ისევ „ჰიტი“ უმასპინძლებს, ამჯერად 20 მაისს.