„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავი, ლიონელ მესი, 2023 წლის ზაფხულში ამერიკული „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელი გახდება და კლუბის აქციების 35 პროცენტს შეისყიდის - გვამცნობს Diario AS.
წყაროს ინფორმაციით, მომავალ სეზონს 34 წლის არგენტინელი პარიზულ კლუბში გაატარაებს, შემდეგ კი დევიდ ბექემის „ინტერ მაიამის“ შეუერთდება და პარალელურად კლუბის აქციონერიც გახდება.
შეგახსენებთ, რომ მესი „პარი სენ-ჟერმენში“ 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში მან 33 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.