ლევან გორგაძე შესანიშნავ ფორმაში შევიდა და ნაცუ ბაშოზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
ტოჩინოშინი მე-7 საშეჯიბრო დღეს მე-7 მაეგაშირა კოტოეკოს შეხვდა და ქართველმა სუმოისტმა მეტოქე უვატენაგეს ილეთით დაამარცხა. ამრიგად, მიმდინარე ბაშო ტოჩინოშინმა ზედიზედ 3 მარცხით დაიწყო, მაგრამ მიჯრით მეოთხედ იმარჯვა და პირველად მოახერხა დადებითი ბალანსის დაფიქსირება.
ლევანის აქტივში 4 გამარჯვების საპირისპიროდ 3 მარცხია და რეიტინგში დასაწინაურებლად ტურნირის დადებითი ბალანსით დასრულება სჭირდება. ტოჩინოშინი 15 მაისს, მე-6 ამეგაშირა ურას დაუპირისპირდება.