იურგენ კლოპი:

იურგენ კლოპი: "ბაიერნში" გადასვლა რამდენჯერმე შემეძლო, მაგრამ ეს არ გავაკეთე"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ მიუნხენის „ბაიერნში“ მუშაობას რამდენჯერმე სთავაზობდნენ, მაგრამ „რეკორდმაისტერში“ გადასვლაზე უარი საკუთარი სურვილით თქვა.

„ბაიერნში“ გადასვლა რამდენჯერმე შემეძლო. კარიერაში ალბათ მეტ ტიტულს მოვიგებდი, ყოველშემთხვევაში ამის შანსი მაღალი იყო, მაგრამ ეს არ გავაკეთე. „ლივერპულთან“ კონტრაქტი მაკავშირებდა და უბრალოდ წასვლა არ მინდოდა“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, იურგენ კლოპი „ლივერპულის“ გარდა, დორტმუნდის „ბორუსიას“ და „მაინცს“ ავარჯიშებდა.