კატალონიის „ბარსელონა“ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა დატოვოს. ესპანური მედიის ცნობით, გერმანელი მეკარე კლუბის დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს.
ტერ შტეგენი „ბარსელონაში“ თავის მომავალში დარწმუნებული არ არის, ამიტომ მისი აგენტები ახალი კლუბის პოტენციურ ვარიანტებს ეძებენ.
კერძოდ, საუბარია ინგლისური „ნიუკასლ იუნაიტედის“ ინტერესზე, რომლის ახალი მფლობელები ზაფხულში შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ტერ შტეგენი „ბარსელონაში“ 2014 წლიდან თამაშობს და 325 შეხვედრა აქვს ჩატარებული. გერმანელი კარის დარაჯი მანამდე სამშობლოში, „გლადბახის“ ღირსებას იცავდა.