თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვებიდან 41 წელი გავიდა

თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვებიდან 41 წელი გავიდა

41 წლის წინ, 1981 წლის 13 მაისს, თბილისის „დინამომ“ დიუსელდორფში გამართულ თასების მფლობელთა თასის ფინალში იენის „კარლ ცაისი” 2:1 დაამარცხა.

„დინამოს” შემადგენლობაში ბურთი ვლადიმერ გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს. გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო ნოდარ ახალკაცი, რომლის ხელმძღვანელობითაც ფინალამდე გუნდმა საბერძნეთის „კასტორია”, ირლანდიის „უოტერფორდი”, ინგლისის „ვესტ ჰემი“ და ნიდერლანდების „ფეიენოორდი” დაამარცხა.

ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქე გუნდების კარში 16 ბურთი გაიტანეს. გუნდის საუკეთესო ბომბარდირები კი, 4-4 გოლით რამაზ შენგელია და ვლადიმერ გუცაევი გახდნენ.