„ბარსელონას“ 39 წლის მცველმა, დანი ალვეშმა, ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის ბრაზილიის ნაკრებიდან მიწვევა მიიღო - წერს კატალონიური კლუბის ვებ-გვერდი.
წყაროს ინფორმაციით, „ბარსელონაში“ დაბრუნების შემდეგ, ალვეში უკვე მესამედ გამოიძახეს სელესაოს შეკრებაზე. ივნისში ბრაზილიელებს ეკზოტიკური აზიური ტურნე ელით. 2 ივნისს, სეულში ისინი სამხრეთ კორეის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, 6-ში კი ტოკიოში - იაპონიისას.
ალვეშმა ბრაზილიელთა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო ორ შესარჩევ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.