იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, რობერტო ბაჯომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფეხბურთს აღარ უყურებს.
„ფეხბურთი აღარ მაინტერესებს. ადამიანებს ეს უცნაურად ეჩვენებათ, მაგრამ რა გაეწყობა. ნუთუ ვინც ფეხბურთის გარეშე ბედნიერია, ის ხელმოცარულია? მატჩებსაც აღარ ვუცქერ. არ მსიამოვნებს სხვა ადამიანების შეფასება. ვუყურებ ზოგიერთ ყოფილ ჩემს კოლეგას, რომლებიც მასწავლებლების ტონით განიხილავენ რაღაც საკითხებს. არადა ფეხბურთელობისას ხელითაც კი ვერ აძლევდნენ ზუსტ პასს.
სხვა გასართობი ვიპოვე. ტრაქტორზე ვმუშაობ ბუნებაში და ისე ვიღლები, თავბრუ მესხმება ხოლმე.“ - ციტირებს ბაჯოს სიტყვებს La Repubblica.