თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურისა და საქართველოს რაგბის ფედერაციის ორგანიზებით, შეიარაღებულ ძალებში შვიდკაცა რაგბში ტურნირი გაიმართა. რიგით მე-5 ტურნირში ქვეითი და საარტილერიო ბრიგადების, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ და სპეციალური ოპერაციების ძალების რაგბის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. თამაშები რუსთავის რაგბის სტადიონზე გაიმართა.
ფინალურ მატჩს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე, საქართველოს გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი კერესელიძე და საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი გია ნიჟარაზე დაესწრნენ.
ჩემპიონატზე 10 გუნდი კენჭისყრის შედეგად A და B ლიგებში დაწყვილდა. თითოეულ ლიგაში ჩატარებული თამაშებიდან გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ფინალში კი ერთმანეთს სპეციალური ოპერაციების ძალები და I ქვეითი ბრიგადა შეერკინნენ. ფინალში სპეციალური ოპერაციების ძალებმა მეტოქე ანგარიშით 16:14 დაამარცხა.
გუნდების მომზადებაში საქართველოს რაგბის ფედერაციის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რაგბის გუნდის „არმია“ მწვრთნელები მონაწილეობდნენ. ტურნირს საქართველოს რაგბის ფედერაციიდან მოვლენილი არბიტრები დააკვირდნენ.
გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ. მათ ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს მედლებთან ერთად ჩემპიონატის თასებიც გადაეცათ. მესამე ადგილი IV ქვეითი ბრიგადის რაგბის გუნდს ერგო წილად; მეორე ადგილზე I ქვეითი ბრიგადა გავიდა, ხოლო პირველი ადგილის მფლობელი სპეციალური ოპერაციების ძალები გახდა.