რონალდ არაუხო მოედანზე უგონო მდგომარეობაში დაეცა

რონალდ არაუხო მოედანზე უგონო მდგომარეობაში დაეცა

„ბარსელონასა“ და „სელტას“ შეხვედრაში რონალდ არაუხომ გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ურუგვაელი მცველი თანაგუნდელ პედრისთან საჰაერო ორთაბრძოლისას დაშავდა. ფეხბურთელები ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ და თავიდან უფრო სერიოზული პედრის მდგომარეობა ჩანდა, მაგრამ ესპანელმა თამაში გააგრძელა.

არაუხომ კი რამდენიმე წუთის შემდეგ გონება დაკარგა და მინდორზე დაეცა, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანა შევიდა და ურუგვაელი ჰოსპიტალში გადაიყვანეს. თამაში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.

როგორც „ბარსელონას“ ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, სამხრეთამერიკელ ფეხბურთელს ტვინის შერყევა აქვს და დამატებითი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში რჩება.