ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ნაცუ ბაშო რთულად - 3 მარცხით დაიწყო, თუმცა, დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ტოჩინოშინის მეტოქე მე-7 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იყო, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე ყველა შეხვედრა წაგებული აქვს და დღესაც იორიკირით დამარცხდა.
ორთაბრძოლა დაძაბული გამოდგა, თუმცა გორგაძემ მეტოქის დოჰიოდან გადაყვანა მოახერხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.