„სიტი“ გვარდიოლას კონტრაქტს 2025 წლამდე გაუხანგრძლივებს

„სიტი“ გვარდიოლას კონტრაქტს 2025 წლამდე გაუხანგრძლივებს

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელთან, ხოსეპ გვარდიოლასთან, ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, „ქალაქელები“ 51 წლის სპეციალისტს კონტრაქტს 2025 წლამდე გაუგრძელებენ. ესპანელის კლუბთან არსებულ ხელშეკრულებას ვადა გაისად ზაფხულში ეწურება.

გვარდიოლა „სიტის“ 2016 წლიდან თავკაცობს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 10 ტიტული მოიგო. მანამდე ის „ბარსელონასა“ და „ბაიერნში“ მუშაობდა.