ბილბაოს „ატლეტიკი“ პოჩეტინოს ეპატიჟება

ბილბაოს „ატლეტიკი“ პოჩეტინოს ეპატიჟება

ბილბაოს „ატლეტიკს“ ზაფხულში პსჟ-ის მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს გადაბირება სურს - გვამცნობს L'Equipe.

ბასკები არგენტინელ სპეციალისტს მარსელინო გარსია ტორალის შემცველად მოიაზრებენ.

უკვე დიდი ხანია დადის ხმები, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ პოჩეტინოს მიმდინრე სეზონის ბოლოს დაითხოვს. მართალია გუნდი საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, მაგრამ არგენტინელს ჩემპიონთა ლიგიდან დროზე ადრე გავარდნას ვერ პატიობენ.

პოჩეტინოს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე აკავშირებს და ნაადრევად შეწყვეტის შემთხვევაში, პსჟ იძულებული გახდება მას საკომპენსაციოდ 15 მილიონი ევრო გადაუხადოს.