„ჩელსის“ ახალი მფლობელები ტუხელს ნდობას გამოუცხადებენ

„ჩელსის“ ახალი მფლობელები ტუხელს ნდობას გამოუცხადებენ

ტოდ ბოულიმ, რომელიც „ჩელსის“ ახალ მფლობელთა მმართველი ჯგუფის წევრია, კლუბის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელთან, ბრიუს ბაკთან და დირექტორ მარინა გრანოვსკაიასთან შეხვედრას აპირებს.

ვარაუდობენ, რომ ახალი მფლობელი ნდობას გამოუცხადებს მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს და ჰკითხავს, რომელი პოზიციების გაძლიერებას ისურვებდა მომავალი სეზონისთვის - წერს The Telegraph.

შეხვედრაზე ასევე განიხილავენ გრანოვსკაიასა და ბაკის მომავალს ლონდონურ კლუბში.

სამივე ერთად ინგლისის ასოციაციის თასის ფინალსაც დაესწრება, რომელიც 14 მაისს, „ჩელსისა“ და „ლივერპულს“ შორის გაიმართება „უემბლიზე.“