"ნაპოლის" მწვრთნელად შესაძლოა დე ძერბი დაინიშნოს

დონეცკის „შახტარის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ შესაძლოა „ნაპოლი“ ჩაიბაროს. ამის შესახებ ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.

დე ძერბიმ რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ თუ უკრაინის ჩემპიონატის მომდევნო სეზონის დაწყება გაჭიანურდება, კლუბის დატოვებაზე იფიქრებს, რადგან აქტიურად მუშაობა სურს. წყაროს თანახმად, იტალიელი სპეციალისტი უახლოეს დღეებში დონბასელთა ხელმძღვანელობას სწორედ თავის მომავალზე სასაუბროდ შეხვდება.

„ნაპოლიდან“ შესაძლოა ლუჩანო სპალეტი დაითხოვონ, რადგან კლუბმა სკუდეტოს მოგება ვერ მოახერხა, რის გამოც აურელიო დე ლაურენტისი უკმაყოფილოა და გამოცდილი სპეციალისტის პოზიცია კლუბში შერყეულია. დე ძერბი სპალეტის შემცვლელად მოიაზრება.

ჩვენთვის ეს საკითხი იმით არის საინტერესო, რომ ნეაპოლურ გუნდს ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელია. წესით, დე ძერბის სქემაზე მორგება მას არ უნდა გაუჭირდეს, რადგან იტალიელი მწვრთნელი ყოველთვის იყენებდა გარემარბებს და მათ თავის სათამაშო ტაქტიკაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თანაც, დე ძერბი შემტევი ფეხბურთის მიმდევარია.

შეგახსენებთ, რომ რობერტო დე ძერბიმ სახელი „სასუოლოში“ კარგი მუშაობით გაითქვა, „შახტარის“ მთავარ მწვრთნელად კი გასულ ზაფხულს დაინიშნა.