აბრამოვიჩის ეპოქა დასრულდა:

აბრამოვიჩის ეპოქა დასრულდა: "ჩელსი" გაიყიდა

ახლა უკვე ოფიციალურად, რომან აბრამოვიჩის 19-წლიანი ეპოქა ლონდონის „ჩელსიში“ სრულდება. ინგლისურმა კლუბმა საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა ახალ მფლობელთან შეთანხმების შესახებ.

„ჩელსი“ Los Angeles Dodgers Mlb ჯგუფმა შეიძინა, რომელსაც ტოდ ბელი ხელმძღვანელობს. ინგლისური გუნდის სანაცვლოდ ამერიკელებმა 5 მილიარდი ევრო გაიღეს!

როგორც „ჩელსის“ ვებგვერდი იტყობინება, მაისის ბოლოს ყველა ფორმალური დეტალიც მოგვარდება და მომდევნო სეზონიდან ლონდონური გუნდის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება.

რომან აბრამოვიჩმა „ჩელსი“ 2003 წლის ზაფხულში შეიძინა და ცალსახად კლუბის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი სწორედ მის ხელში დადგა. განვლილ 19 წელიწადში ლონდონელებმა ხუთჯერ მოიგეს პრემიერლიგა, ასევე ხუთჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, სამჯერ ინგლისის ლიგის თასი, ორჯერ ინგლისის სუპერთასი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, თითოჯერ კი ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

შეგახსენებთ, რომ რომან აბრამოვიჩი იძულებული გახდა „ჩელსი“ გაეყიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. რუს ოლიგარქს ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყანაში ყველა აქტივი გაუყინა.