პსჟ ზაფხულში ხუთი ფეხბურთელის გასხვისებას გეგმავს

პსჟ ზაფხულში ხუთი ფეხბურთელის გასხვისებას გეგმავს

„პარი სენ ჟერმენს“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ხუთი ფეხბურთელის გაყიდვა სურს. ინფორმაციას Le Parisien-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფრანგული კლუბის სამწვრთნელო შტაბის გეგმებში აღარ შედიან მეკარე კეილორ ნავასი, მცველი კოლინ დაგბა, ლაიუნ კურზავა, ანხელ დი მარია და მაურო იკარდი.

ხსენებულ ფეხბურთელთაგან მიმდინარე სეზონის ბოლოს კონტრაქტი მხოლოდ დი მარიას ეწურება, რომელიც კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. დანარჩენების გაყიდვას კი კლუბი სარფიან ფასად იმედოვნებს.

გარდა ამისა, ზაფხულში პარიზელთა მთავარი სამიზნე ცენტრალური ნახევარმცველის შეძენა იქნება, რომელიც მოედნის ცენტრში მარკო ვერატის შეუწყვილდება.