მიკელ არტეტამ

მიკელ არტეტამ "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლონდონის „არსენალმა“ მიკელ არტეტას კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ესპანელი სპეციალისტი „მეთოფეებს“ 2025 წლის ზაფხულამდე გაწვრთნის.

„არსენალის“ ხელმძღვანელობა არტეტას მუშაობით კმაყოფილია და მხარეებმა ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ადვილად მიაღწიეს.

„აღფრთოვანებული, მადლიერი და ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ. გვინდა, კლუბი უფრო წინ წავწიოთ და ვიბრძოლოთ საუკეთესო გუნდებთან. ამისთვის საჭიროა ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშოთ. უნდა შევძლოთ გუნდის განვითარება, ჩვენი ფეხბურთელების გაუმჯობესება და მეტი კავშირის დამყარება ჩვენს გულშემატკივრებთან“, - თქვა ესპანელმა.

შეგახსენებთ, რომ მიკელ არტეტა „არსენალს“ 2019 წლის დეკემბრიდან ავარჯიშებს. ლონდონური გუნდი ძალიან ახლოსაა ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშოს 2016-2017 წლების სეზონის შემდეგ.