ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი ფეხბურთის ტელეექსპერტმა, გარი ლინეკერმა, „მანჩესტერ სიტი“ - „რეალის“ ნახევარფინალურ დაპირისპირებას ერთ ერთი საუკეთესო უწოდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.
„ეს იყო ერთ-ერთი არაჩვეულებრივი და საუკეთესო ორრაუნდიანი დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაში. „სიტი“ უკეთესი გახლდათ, მაგრამ მას არ გაუმართლა. „რეალს“ საოცრად მტკიცე ხასიათი აქვს და ყოველთვის პოულობს მდგომარეობიდან გამოსავალს. აი, ეს ფეხბურთია!“ - წერს ტვიტერში ლინეკერი.