მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი, „ვილიარეალი,“ „ჩელსის“ მეკარით, კეპა არისაბალაგათი დაინტერესდა - გვამცნობს The hardtackle.
მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი, ზაფხულისთვის მეკარის ყიდვას პრიორიტეტულ მიზნად მიიჩნევს, რაც „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ ამჟამინდელი კარის დარაჯის, ხერონიმო რულის არადამაჯერებელი თამაშითაა გამოწვეული. ლიგის ნახევარფინალში „ლივერპულთან“ მარცხიც დიდწილად მის შეცდომებს მოჰყვა.
კეპა „ჩელსიში“ 2018 წელს გადავიდა ბილბაოს „ატლეტიკიდან“ 80 მილიონ ევროდ, რამაც ის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მეკარედ აქცია.