"სელტას" ფეხბურთელს სექსუალური ძალადობისთვის 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ვიგოს „სელტას“ ფეხბურთელ სანტი მინას სექსუალური ძალადობისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ესპანური მედიის ცნობით, აღნიშნული სასჯელი ალმერიის სასამართლომ გამოიტანა და ფეხბურთელი ესპანელ ქალბატონზე სექსუალური ძალადობისთვის გაასამართლა. როგორც გაირკვა, სანტი მინამ ქალბატონზე 2017 წელს იძალადა.

აღსანიშნავია, რომ პროკურორი 8-წლიან პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ 26 წლის შემტევს თავისუფლება 4 წლით აღუკვეთა და გარდა ამისა, 50 000 ევროს კომპენსაცია დააკისრა და დაზარალებულთან 500 მეტრის რადიუსზე მიახლოვება აეკრძალა.

ამრიგად, შესაძლოა ესპანელი ფეხბურთელის კარიერა სამუდამოდ დაინგრეს. „სელტაში“ აღნიშნულის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ.