„ლივერპულის“ ფეხბურთელ მოჰამედ სალაჰს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ თამაში სურს. ამის შესახებ ეგვიპტელმა ფეხბურთელმა „ვილიარეალთან“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„გულწრფელი ვიქნები: მინდა, ფინალში „რეალთან“ ვითამაშოთ. თუ პირადად მე მკითხავთ, მირჩევნია ჩვენი მეტოქე „რეალი“ იყოს“, - თქვა სალაჰმა.
შეგახსენებთ, რომ ფინალი 28 მაისს, პარიზში გაიმართება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში „რეალი“ „მანჩესტერ სიტის“ დღეს უმასპინძლებს, პირველი მატჩი ინგლისელებმა 4:3 მოიგეს.