"ბორნმუთი" პრემიერლიგაში დაბრუნდა

„ბორნმუთი“ ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა. სკოტ პარკერის გუნდმა 45-ე ტურში საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი „ნოტინგემ ფორესტი“ დაამარცხა და ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვა.

ერთადერთი და გამარჯვების გოლი 83-ე წუთზე უელსელმა თავდამსხმელმა კიფერ მურიმ გაიტანა. „ბორნმუთმა“ 85 ქულა დააგროვა და პრემიერლიგაში მეორე ადგილით აღზევდა. „ალუბლები“ იმავე „ნოტინგემს“, რომელიც მესამე ადგილზეა, 6 ქულით უსწრებენ და სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი. თავის მხრივ, „ნოტინგემ ფორესტი“ პლეი-ოფში ითამაშებს.

აქვე გეტყვით, რომ პრემიერლიგის საგზური მანამდე ლონდონის „ფულჰემმა“ მოიპოვა. მესამე საგზურის მფლობელის ვინაობა კი პლეი-ოფის გზით გაირკვევა.