ნადალმა

ნადალმა "რეალი" - "სიტის" მატჩზე დასასწრებად მადრიდის მასტერსზე თავისი შეხვედრის დრო შეაცვლევინა

რაფაელ ნადალი დღეს მადრიდის მასტერსის მეორე წრეში მიომირ კეჩმანოვიჩს დაუპირისპირდება და საინტერესო ისაა, რომ მან ტურნირის ორგანიზატორებს თამაშს დაწყების საათი შეაცვლევინა.

ნადალი მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარია და იმის გამო, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩს „სანტიაგო ბერნაბეუს“ დაესწროს, მადრიდის მასტერსის ორგანიზატორებს თავისი შეხვედრის საათის შეცვლის თხოვნით მიმართა, რაც დაუკმაყოფილეს.

რაფა კეჩმანოვიჩს თბილისის დროით 18:00 საათზე (ადგილობრივი დროით 16:00 საათზე) დაუპირისპირდება და შესაბამისად, „რეალის“ მატჩზე წასვლას თავისუფლად მოასწრებს.

შეგახსენებთ, „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.