2 მაისს ინგლისური ჩემპინშიფის 45-ე ტურის მატჩში „ფულემმა“ „ლუტონ თაუნს“ უმასპინძლა და 7:0 გაანადგურა.
ახლა მიმდინარე სეზონში „ფულემის“ ანგარიშზე 106 გოლია. მარკო სილვას გუნდი პირველი გახდა „მანჩესტერ სიტის“ შემდეგ, რომელმაც ერთ სეზონში 100 ბურთის გატანა შეძლო. „სიტიმ“ 108 გოლი 2001-02 წლების ჩემპიონატში გაიტანა.
„ფულემს“ კიდევ ერთი მატჩი დარჩა „ქალაქელების“ რეკორდის გასაუმჯობესებლად. 46-ე, ბოლო ტურში, 7 მაისს, „ფულემი“ „შეფილდ იუნაიტედს“ ესტუმრება.
შეგახსენებთ, რომ სილვას შეგირდებმა ვადამდე მოიპოვეს პრემიერლიგის საგზური.