ტილემანსი „ჩელსიში“ ?

ტილემანსი „ჩელსიში“ ?

ლონდონის „ჩელსი“ „ლესტერის“ ნახევარმცველით, იური ტილემანსით დაინტერესდა - გვამცნობს Calciomercato.

ფეხბურთელის გადაბირება „არსენალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედსც“ სურთ. თავად იურის კი, თუ „ლესტერიდან“ წავა, მადრიდის „რეალში“ თამაში ნდომებია.

24 წლის ტილემანსი „ლესტერში“ 2019 წლის იანვარში გადავიდა „მონაკოდან“ იჯარის წესით. თუმცა იმავე წლის ზაფხულში ის „მელიებმა“ 45 მილიონ ევროდ გამოისყიდეს.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ტილემანსმა 28 მატჩი ჩაატარა, 6 ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.