„ლივერპულმა,“ შესაძლოა, ფეხბურთის ისტორიაში რეკორდული სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმოს

„ლივერპულმა,“ შესაძლოა, ფეხბურთის ისტორიაში რეკორდული სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმოს

„ლივერპულმა“ და ბრიტანულმა ბანკმა Standard Chartered, შესაძლოა, ახალი სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმონ, რის შემდეგაც გადასახდელი თანხა გაორმაგდება. არსებულ კონტრაქტს ვადა 2023 წელს გასდის - გვამცნობს Daily Mail.

ამჟამად ბანკი კლუბს წელიწადში დაახლოებით 47 მილიონ ევროს უხდის და მისი სახელწოდება სათამაშო მაისურებზე აწერიათ. ახალი კონტრაქტის მიხედვით, Standard Chartered-მა შესაძლოა, თანხა გააორმაგოს და კლუბს დაახლოებით 95 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც ფეხბურთის ისტორიაში რეკორდული სასპონსორო ხელშეკრულება იქნება.

სწორედ ამდენს ითხოვს „ლივერპული,“ რომელმაც ბოლოდროინდელი წარმატებების კვალად, თავისი მარკენტინგული სტრატეგია შეცვალა.