"ნაპოლის" დირექტორი: "კვარაცხელია? ფეხბურთელის სიდიადე მოედანზე ჩანს"

იტალიური „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ DAZN-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მართალია ნეაპოლელთა დირექტორს ქართველ ფეხბურთელზე ვრცლად არ ულაპარაკია, მაგრამ აღნიშნა, რომ ფეხბურთელის კლასი მინდორზე ყოველთვის შესამჩნევია.

„ფეხბურთელის სიდიადე მოედანზე ჩანს. აპრიორი, ვინ ითამაშებს კარგად და ვინ ცუდად, ამის გაგება თავიდან ყოველთვის რთულია. ვიცით, რომ წელსაც კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდა, ამიტომაც, ჩვენთვის დიდი სიმწარეა, რომ ჩემპიონობისთვის ვეღარ ვიბრძვით. ახლა ვეცდებით, რომ მომდევნო სეზონისთვის მაღალი დონის და კონკურენტუნარიანი გუნდი შევქმნათ“, - თქვა ჯუნტოლიმ.

შეგახსენებთ, „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ კლუბს ზაფხულში შეუერთდება და კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.