იტალიურ საფეხბურთო კლუბ „პალერმოს“ City Football Group-ი ყიდულობს. ეს არის კომპანია, რომელიც ინგლისურ „მანჩესტერ სიტის“ ფლობს.
Sky Sport-ის ინფორმაციით, მხარეები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და უახლოეს დღეებში გარიგება წარმატებით დაიხურება. „სიტის“ მფლობელები სიცილიური კლუბის აქტივების 80%-ს 10 მილიონ ევროზე ნაკლებად შეიძენენ.
აღსანიშნავია, რომ „პალერმო“ იმ შემთხვევაშიც გაიყიდება, თუ მიმდინარე სეზონში სერია C-დან სერია B-ში ვერ დაწინაურდება. ასე რომ, სიცილიური კლუბის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება.
„პალერმო“ 21-ე საუკუნეში იტალიაში გამორჩეული კლუბი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ქვედა ლიგებში დაქვეითდა. ცხადია, „მანჩესტერ სიტის“ მფლობელების ხელში კლუბს გაცილებით ნათელი მომავალი ელის.
აქვე გეტყვით, რომ City Football Group-ი მსოფლიოს მასშტაბით 10-მდე საფეხბურთო კლუბს ფლობს.