ტურინის „იუვენტუსს“ ზაფხულში პაულო დიბალა დატოვებს და შესაბამისად, კლუბისთვის საკულტო 10-ნომრიანი მაისური თავისუფალი იქნება.
ვინ მოირგებს ამ ნომერს? Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინულ კლუბში სერიოზულად ფიქრობენ, რომ 10-ნომრიანი მაისური ფედერიკო კიეზას გადასცენ. „იუვეში“ ფიქრობენ, რომ ამ პრესტიჟული მაისურის სატარებლად კიეზა ყველაზე შესაბამისი პროფილის მქონე ფეხბურთელია.
ანდრეა ანიელიმ გუშინ იტალიურ მედიასთან კიეზა, დუშან ვლაჰოვიჩი და მატასი დე ლიხტი დაასახელა, რომლებიც მისთვის კლუბის მომავალთან ასოცირდებიან.
შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა „იუვეს“ 2020 წელს შეუერთდა და ამჟამად 22 ნომერია. იტალიელ ფეხბურთელს ტრავმა აქვს და მოედანზე მომდევნო სეზონში დაბრუნდება.